IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთის სასწავლო ცენტრში პირველ სტუდენტებს 2021 წელს მიიღებს. ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.

განათლების სამინისტროს ცნობით, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, ათასზე მეტ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას საზღვაო სფეროში საერთაშორისო დონის პროფესიული განათლება მიიღოს და წარმატებით დასაქმდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

ფოთში საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის განვითარებასა და საზღვაო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორის მომარაგებას კვალიფიციური სამუშაო ძალით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება