Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან დავითაშვილის მიერ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან ერთგვარი სპეკულაციური ინტერვიუ საერთაშორისო საკითხებზე მექანიკური შეცდომებია? მანიპულაციით თავად გამოკითხული დაზიანდება

მარშალ პრესი 17/02/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, სუს – ის მიერ გავრცელებულ ინფორამციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა და თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოკითხული პირის თანხმობით გამოკითხვის ოქმი გავასაჯაროვდება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დაუშვებელია მგრძნობიარე თემებზე ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან გაუაზრებელი საჯარო საუბარი. მისი შეფასებით, პასუხისმგებლიანობა და ღირსეულობაა უწინარესი და არა “ნაცექსპერტის” სტილში ლაპარაკი. „ექს-ჩინოსნის, ლევან დავითაშვილის მიერ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან ერთგვარი სპეკულაციური ინტერვიუ საერთაშორისო საკითხებზე მექანიკური შეცდომებია? მანიპულაციით თავად გამოკითხული დაზიანდება. დაუშვებელია მგრძნობიარე თემებზე ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან გაუაზრებელი საჯარო საუბარი. პასუხისმგებლიანობა და ღირსეულობაა უწინარესი და არა “ნაცექსპერტის” სტილში ლაპარაკი. სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა ლევან დავითაშვილის დაკითხვის შემდგომი ინტერვიუს უზუსტობები განმარტა: “სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა: 1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა. 2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი! თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ” – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: მაიკ ბენცის განცხადებებით დადასტურდა, რომ საქართველოში რადიკალური პროცესები გარედან ფინანსდებოდა
Next: სუს-ი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ლევან დავითაშვილის კომენტარს პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.