Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ქართული ოცნება” მრავალი მიმართულებით სთავაზობს ხალხს იმას, რა დაპირებების გამოც აირჩიეს, ამით აიხსნება მრავალჯერადად გამარჯვება

მარშალ პრესი 17/02/2026
gia abashidze

“რუსთავი-2”-ის დებატებში, ერთ-ერთმა ნაცპერსონაჟმა აღიარა, რომ “ქართული ოცნება” PR-ში მაგარია. სწორი პოლიტიკური “პიარი” არის საზოგადოების მოთხოვნებზე რეაგირება საქმიანობით თუ სხვადასხვა პოლიტიკის შეთავაზებით – იქნება ეს მშვიდობა, განვითარება თუ თვითმყოფადობის დაცვა- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. “რუსთავი-2”-ის დებატებში, ერთ-ერთმა ნაცპერსონაჟმა აღიარა, რომ “ქართული ოცნება” PR-ში მაგარია, “მხოლოდ” ერთეული ოპოზიციონერების ომის მხარდამჭერებად წარმოჩენაში; რადიკალებს არავინ უშლით დადგნენ მშვიდობის მხარეს.

თუმცა, ერთეულები კი არადა, სექტის ყველა ანგარებიანი ადეპტი ორკესტრირებული განცხადებებით “გლობალური ომის პარტიის” მონაა. მათთვის მშვიდობიანი განვითარების მხარდაჭერა აკრძალულია გარე დესტრუქციული სპონსორებისგან. სწორი პოლიტიკური “პიარი” (PR, Public Relations) არის საზოგადოების მოთხოვნებზე რეაგირება საქმიანობით თუ სხვადასხვა პოლიტიკის შეთავაზებით – იქნება ეს მშვიდობა, განვითარება თუ თვითმყოფადობის დაცვა. “ქართული ოცნება” მრავალი მიმართულებით სთავაზობს ხალხს იმას, რა დაპირებების გამოც აირჩიეს, ამით აიხსნება მრავალჯერადად გამარჯვება. ხოლო ნაცრადიკალების ნიშა არის წოწიალი ქუჩებში, სიბრიყვეების ფრქვევა, დაჯღანული პერფორმანსები, მათ შორის უსამშობლოთა ტელესტუდიებში. არ სურთ ამ შმორიდან ამოსვლა, ეს მათი ნებაა. 2028 წელს სხვა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები დაწინაურდებიან არჩევნებში.“- წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
Next: დღეს შედარებით ადვილია მშვიდობის შენარჩუნებაზე ლაპარაკი. 4 წლის წინ კი, როცა ამაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა, სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იდგა წინა ხაზზე და წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.