Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. გვახსოვს კოჰაბიტაცია, რომელიც შეიძლება არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით რა ძალებთან გვქონდა საქმე. სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ

მარშალ პრესი 17/02/2026
irakli kircxalia1

“გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. ჩვენ გვახსოვს კოჰაბიტაცია, შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიანაც არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით ვისთან და რა ძალებთან გვქონდა საქმე და რამდენი წლის მმართველობასთან გვქონდა საქმე. სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ“- ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “დებატებში” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ რთული გზა გაიარა, მაგრამ დღეს დგას ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტილებებს საზოგადოების დაკვეთით იღებს და არა გარე ძალების მითითებით.

„გავიარეთ ეს გზა, გავიარეთ ის მძიმე მემკვიდრეობა, გამოიწრთო გუნდი და რეალურად დღეს ვართ იმ მოცემულობაში და იმ ვითარებაში, როდესაც ღირსეულად, საზოგადოების დაკვეთით მიიღება გადაწყვეტილებები და არავის ვეკითხებით ამ გადაწყვეტილებებს. ეს არის ყველაზე მთავარი და კარგად გვახსოვდეს, რა მძიმე მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ და როცა აქ კითხვები ჩნდება, რომ „ეს როგორ დაუშვით“, გაგახსენებთ კოჰაბიტაციას, რომელიც დამერწმუნეთ, ნამდვილად არავის გვინდოდა და შევხედოთ, სად ვართ დღეს, სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა, როგორი ეკონომიკური ზრდა აქვს ჩვენს ქვეყანას და რეალურად ღირსეულად თვალებში უყურებს და პარიტეტულ საწყისებზე ესაუბრება აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ბრიუსელს“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია ცოტნე კობერიძეს: იდეოლოგიურ ლიდერად გყავდათ ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩვენი მშობლების სისხლი დაიღვარა, რა პერფორმანსი მოაწყო, ყველამ ვნახეთ. ამ ყველაფრის მერე, რამე კითხვას სვამთ?
Next: ირაკლი კირცხალია ცოტნე კობერიძეს და ნიკა ობოლაძეს: იცით, როდის დაგიჯერებთ რომ გულწრფელები ხართ? როდესაც გამოეხმაურებით იმ დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელებს, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.