Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი, ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის – კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების – მიღწევის საშუალება

მარშალ პრესი 17/02/2026
levan maxashvili

ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით, – წერს პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობა უნდა იყოს არა თვითმიზანი, არამედ, ქვეყნის კეთილდღეობის და გაერთიანების მიღწევის საშუალება, შესაბამისად, არგუმენტირებული დისკუსიაც ამ თემაზე უნდა გაიმართოს.

“ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით. ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი. ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის – კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების – მიღწევის საშუალება. არგუმენტირებული დისკუსიის მთავარი თემაც ეს უნდა იყოს – ევროკავშირის წევრობა ამ ორი მიზნის მიღწევას ხელს უწყობს? თუ არა, რატომ და სხვა რა გამოსავალი არსებობს? თუ კი, მაშინ რა ფორმით, რა ტემპით, როდის და როგორ შეიძლება წევრობის გზის გავლა ნაკლები დანაკარგით და მაქსიმალურად მეტი სარგებლით?” – წერს მახაშვილი.

Post navigation

Previous: მხოლოდ შვედეთი არ იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს
Next: მოსახლეობამ უკეთ გაიგო, რა მოთხოვნებს უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანება და რამდენად პასუხობს საქართველო ამ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია ევროინტეგრაციის პერსპექტივების ბევრად უფრო რეალისტური შეფასება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.