Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: რაღაც ბოდვაშია გადასული, მართლაც ერთ ბუმბულგაცვენილ თუთიყუშამდე ხომ არ დავალთ – ეს არის მათი სახე. ეს იყო ის ტყუილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, მოკლე დროში ჩამოიშალა

მარშალ პრესი 16/02/2026
irakli kircxalia2

ეს სახუმარო თემაც აღარ არის. რაღაც ბოდვაშია გადასული, რომ რეალურად, მართლაც ერთ ბუმბულგაცვენილ თუთიყუშამდე ხომ არ დავალთ. ეს არის მათი სახე. ეს იყო ის ტყუილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, მოკლე დროში ჩამოიშალა, – განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

იგი გამოეხმაურა საია-ს ბრიფინგს, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, ორგანიზაცია სამართალწარმოებას იწყებს.

კითხვაზე, რა გახდა შეცვლილი ტერმინოლოგიის მიზეზი და რაზე მიანიშნებს აღნიშნული, კირცხალიამ კამიტით აქციის მონაწილეების, თითქოსდა მოწამვლის ფაქტს ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი ბინძური და ცრუ კამპანია უწოდა, რომელსაც მისივე თქმით, სამწუხაროდ, თავის დროზე გარე პატრონების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. მან გაიხსენა BBC-ის რეპორტაჟი და პუბლიკაციებიც აღნიშნულ თემაზე.

„შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, თუ რა დავა მიმდინარეობს BBC-თან დაკავშირებით. რაც შეეხება კამიტს, ძალიან კარგად იცოდნენ თავიდანვე – სიცრუეზე ვსაუბრობ, დიდ ბოროტებაზე და უტიფრობაზე, როდესაც შენი ქვეყნის მიმართ შეგიძლია მსგავსი ტყუილი გამოიგონო. რამდენიმე დღის წინ ეს სახუმარო თემა გახდა. უბრალოდ, ეს სახუმარო თემაც აღარ არის. რაღაც ბოდვაშია გადასული, რომ რეალურად, მართლაც ერთ ბუმბულგაცვენილ თუთიყუშამდე ხომ არ დავალთ. ეს არის მათი სახე. ეს იყო ის ტყუილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, მოკლე დროში ჩამოიშალა“, – აღნიშნა კირცხალიამ.

საია-ს ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს, ხოლო ბრალდებები – „კამიტი“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი სარჩელიდან გააქრეს.

Post navigation

Previous: როდესაც დიდი გარიგების (მსოფლიოს ახალ გავლენის სფეროებად გადანაწილება) ერთ-ერთი წამყვანი ვიოლინო, თუ არა დირიჟორი, იქნება აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია, მასთან პირიქით, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უნდა გვქონდეს
Next: მხოლოდ შვედეთი არ იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.