Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ჭირდება ქვეყნის შიგნით საზოგადოების მომზადება, იმ საკითხისათვის, რაც წამოცდა დიმიტრი მედვედევს აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 16/02/2026
DAVID KARTVELISHVILI

„ამ ეტაპზე არავინ იცის, როგორ დასრულდება რუსეთისთვის, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, თებერვლის დასაწყისში, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთის საზოგადოების გასაგონად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. „ამ ეტაპზე არავინ იცის, როგორ დასრულდება რუსეთისთვის, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. რუსეთსაც კი, საქართველოსნაირ პატარა ქვეყნის საკითხთან დაკავშირებით ჭირდება ქვეყნის შიგნით საზოგადოების მომზადება, იმ საკითხისათვის, რაც წამოცდა დიმიტრი მედვედევს, რომელიც რუსეთის პოლიტიკის ვანგად გადაიქცა, ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ. მას ძალიან მნიშვნელოვანი წამოცდენა ჰქონდა თებერვლის დასაწყისში, როცა უთხრა აფხაზეთის საზოგადოებას: გასაგებია, რომ თქვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თამადობით რამდენიმე ქვეყანამ სცნო, მაგრამ დიდ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება და ერთხელაც შეიძლება ვიღაცამ უკან გამოიწვიოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა რაღაცა სახელმწიფოებრიობის, სუბიექტურობის ნიშნები აუცილებლად დაგრჩებათ – ეს არ არის ტრაგიკულიო. მედვედევის ამ განცხადების შემდეგ გამახსენდა კარიბის ზღვაში არსებული პატარა კუნძული – თვითმმართველობითი სახელმწიფო კიურასაო, რომელიც ამავდროულად შედის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში, ანუ იურიდიულად არის ნიდერლანდების ნაწილი, თუმცა სხვადასხვა სპორტულ სახეობებში უფლება აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით გამოვიდეს, ასევე ჰყავს პარლამენტი. ამით იმის თქმა მსურს, რომ ეს ყველაფერი პრეცედენტულია და ახალი რამის შექმნა აუცილებელი არ არის. აქვე გაგახსენებთ ჰონგ-კონგის მაგალითს, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 50-წლიანი ვადა ეწურება და მალე ოფიციალურად გახდება ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ. პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დავრჩეთ ქვეყანაში? პენსიონერებს გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე თქვენს გუნდს
Next: როდესაც დიდი გარიგების (მსოფლიოს ახალ გავლენის სფეროებად გადანაწილება) ერთ-ერთი წამყვანი ვიოლინო, თუ არა დირიჟორი, იქნება აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია, მასთან პირიქით, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უნდა გვქონდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.