Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს, რაც ძალიან საჭიროა, მით უმეტეს საქართველოში მწეველთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით – გირჩევთ ყველას ვისაც გეკუთვნით, რომ ჩაიტაროთ ეს გამოკვლევა, ყოველწლიურად

მარშალ პრესი 16/02/2026
pimen

„რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით, რაც ძალიან საჭიროა. მით უმეტეს საქართველოში მწეველთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით“, – წერს ამერიკაში მოღვაწე ექიმი, „საზოგადოება ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ადრეულ ეტაპზე და გვიან აღმოჩენილ კიბოს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა, ამიტომ, ყველას, ვისაც აღნიშნული კვლევა ეკუთვნის, ყურაშვილი ურჩევს გამოკვლევის ჩატარებას და რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებას.

„რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა რომ სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით, რაც ძალიან საჭიროა. მით უმეტეს საქართველოში მწეველთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით. ვის ეკუთვნის ეს სკრინინგი: United States Preventive Services Task Force (USPSTF) – ის რეკომენდაციების მიხედვით ადამიანი, 50 წლიდან 80 წლამდე, რომელიც ეწევა ან ეწეოდა 20 წელი დღეში ერთ კოლოფს. თუნდაც ეწეოდა ეს 20 წელი ადრე, მაგრამ 15 წელი არ არის გასული მას შემდეგ რაც შეწყვიტა მოწევა. დღეში ერთი კოლოფი 20 წლის განმავლობაში ნიშნავს ასევე, რომ თუ მაგალითად, ადამიანი ეწეოდა ნახევარ კოლოფს, ანუ 10 ღერ სიგარეტს 40 წელი, მასაც გამოსდის რომ 20 წელი ეწეოდა ერთ კოლოფს. ან თუ 10 წელი ეწეოდა 2 კოლოფს, მასაც გამოუვა 20 წელი ერთი კოლოფი. იმავენაირად დაითვლება გეკუთვნით თუ არა სკრინინგი ინდივიდუალურ შემთხვევებში დროისა და მოწეული სიგარეტის რაოდენობის მიხედვით. პროგნოზის მხრივ, ძალიან დიდი განსხვავებაა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილ და გვიან აღმოჩენილ კიბოს შორის. ამიტომ გირჩევთ ყველას ვისაც გეკუთვნით ეს კვლევა, რომ აუცილებლად მიჰყვეთ რეკომენდაციებს და შესაბამისად ჩაიტაროთ ეს გამოკვლევა ყოველწლიურად“, – წერს პიმენ ყურაშვილი.

Post navigation

Previous: 2025 წლის სექტემბერში რუსეთმა ესპანური ღვინის იმპორტი 916 ტონამდე გაზარდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, სანქციების სიაში თქვენ მათ ვერ იხილავთ. იქ „ყულევსა“ და „სოკარს“ ამატებენ. ასეთია ბრიუსელის “ლოგიკა”
Next: რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.