Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შინაარსში კი არ „არ შედიან“, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა — მათი სტილია. უნიათობა — მათი ბუნება. ყვირილი — არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა

მარშალ პრესი 15/02/2026
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმაზე გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა აჩვენეს, რომ შინაარსობრივი მსჯელობა რიგ საკითხებზე, არ შეუძლიათ და ეს დებატებზე გამოჩნდა: „2023 წელს, როცა „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტი წარადგინა, ლიბერალური ელიტის მთავარი ლოზუნგი იყო: „შინაარსში არ შევიდეთ!“. მაშინ ეს გამიზნული მავნებლობა გვეგონა… თუმცა, აღმოჩნდა, რომ შინაარსში კი არ „არ შედიან“, არამედ, უბრალოდ არ შეუძლიათ!“ – წერს დეპუტატი.

ზურაბ ქადაგიძე ხაზს უსვამს, რომ ოპონენტები დაკავებული არიან ინტელექტურლური ბლეფით და არ წარმოადგენენ ძლიერ ოპონენტებს. „2023 წელს, როცა „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტი წარადგინა, ლიბერალური ელიტის მთავარი ლოზუნგი იყო: „შინაარსში არ შევიდეთ!“. მაშინ ეს გამიზნული მავნებლობა გვეგონა… თუმცა, „იმედის“ დებატებმა ყველაფერს ფარდა ახადა და ეს ფრაზა ახლებურად „ააჟღერა“. აღმოჩნდა, რომ შინაარსში კი არ „არ შედიან“, არამედ, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა — მათი სტილია. უნიათობა — მათი ბუნება. ყვირილი — არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა. როცა ცოდნა ნულია, დარჩენილი გამოსავალი შინაარსისგან გაქცევაა. გუშინდელმა ეთერმა დაადასტურა: ჩვენ საქმე გვაქვს არა ძლიერ ოპონენტთან, არამედ ინტელექტუალურ ბლეფთან, რომელიც პირველივე სერიოზულ კითხვაზე ჩამოიშალა“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ვიტალი კლიჩკო
Next: გუშინდელი დებატები რეალურად იყო ერთგვარი ლექცია და ეს ლექცია წაუკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყოვლად მოუმზადებელ ოპონენტებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.