Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერის ინიციატივა ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან და შემდგომ გააკეთოს დასკვნები – რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას უარგუმენტოდ და ცდილობენ მოატყუონ საზოგადოება

მარშალ პრესი 14/02/2026
levan machavariani3

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს.

მაჭავარიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ემსახურება საზოგადოების მიერ ორივე მხარისგან არგუმენტების მოსმენას, მაგრამ ოპოზიციისგან მაყურებელი მხოლოდ „უარგუმენტო ზღაპრებს“ ისმენს.

“„იმიტომ“ გახდა რადიკალების არგუმენტების ერთგვარი სიმბოლო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი გამჭვირვალობის ქართული კანონის მიღებისას ვეტოს მოტივებს ასაბუთებდა. კონკრეტულ კითხვებზე, თუ რატომ იყო ესა თუ ის მუხლი მიუღებელი, პასუხი იყო „იმიტომ“.

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება. „რუსული კანონი“, „რუსული ხელისუფლება“, „რუსული შობა“, „ჩელიაბინსკი“, „არაბიზაცია“, „ნარკოტიკებთან მაგათი ბრძოლის არ მჯერა“, „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არა ის…“ და ა.შ.

დროის გარკვეული პერიოდი, ზემოაღნიშნული, რაღაც დოზით გამოსდიოდათ, თუმცა დღეს მათ უარგუმენტო ზღაპრებს მხოლოდ მათივე ე.წ „ბაბლი“ იჯერებს.

როდესაც არგუმენტებს სთხოვ, უზრდელურ საქციელსა და ფაშიზმისადმი სერიოზულ მიდრეკილებას ავლენენ.
პრემიერის ინიციატივა, ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან და შემდგომ გააკეთოს თავისი დასკვნები.
დღევანდელ დებატებს, რაც შეეხება, ჩვენმა მოქალაქეებმა თავად განსაჯონ, თუ რომელი მხარისგან მოისმინეს არგუმენტები,“- წერს ლევან მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ
Next: არაერთხელ მოვისმინეთ ე.წ. ექსპერტების კრიტიკა განათლების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა, გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არც ერთი არგუმენტი არ არსებობს, ამიტომ დასრულდა დებატები პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 100:0

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.