Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

შპს “ტირიფონის ხილის” წარმომადგენელი ზურაბ გოჯიაშვილი: რომ არ ყოფილიყო ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც შექმენით 2013 წელს, ჩვენ ასეთ რისკიან ბიზნესს ხელს არ მოვკიდებდით

მარშალ პრესი 13/02/2026
zurab gojiashvili

შპს “ტირიფონის ხილის” წარმომადგენელმა, ზურაბ გოჯიაშვილმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, მისი კომპანიის გამოცდილებაზე ისაუბრა.

გოჯიაშვილის თქმით, რომ არა სახელმწიფო პროგრამები, ის მაღალი რისკის მქონე ბიზნესს ხელს არ მოკიდებდა, მით უმეტეს, რომ ხეხილის ბაღები საოკუპაციო საზღვართან ახლოს მდებარეობს.

“რომ არ ყოფილიყო ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც თქვენ შექმენით 2013 წელს, ჩვენ ამხელა მაღალ რისკიან ბიზნესს ხელს არ მოვკიდებდით, მით უმეტეს, სამი საოკუპაციო ბაზა პირდაპირ დასცქერის ჩვენს ბაღებს, შემიძლია შეუიარაღებელი თვალით დავინახო, უზარმაზარი ბაზებია.
ადგილობრივი რისკის გარდა, კიდევ ბუნებრივი რისკია, სიტიქიის რისკები გვაქვს, რომლის ნაწილისგან დაზღვეული ვართ. ეს ნაწილი არის მაგალითად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები და სეტყვისგან გვაქვს დაზღვეული. წელს კიდევ ერთხელ ავიღეთ შეღავათიანი აგრო სესხი იმისთვის, რომ ბაღი გავაშენოთ, მისი ნაწილი უკვე ანგარიშზე გვაქვს და ნაწილი ავითვისეთ, რადგან ნერგები უნდა შევიძინოთ, ასევე უცხოეთში საყრდენი სისტემა.” – განაცხადა გოჯიაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრები, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ მსჯელობენ.

Post navigation

Previous: მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში
Next: ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს შეაფასებს არა როგორც თოჯინას მის ხელში, არამედ, ჩვენი, საქართველოს ინტერესებიდან, მისწრაფებებიდან და ეროვნული იდენტობიდან გამომდინარე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.