Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ათენში პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაცია გაიმართა

მარშალ პრესი 13/02/2026
626623850_1456678789180551_1658653252933218190_n

„ხალხის ძალის“ წევრის, თამარ ჩიბურდანიძის ინიციატივით ამოქმედებული ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაცია 9-11 თებერვალს საბერძნეთის დედაქალაქში ათენში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გამართა.

უცხოეთში დაბადებულ ქართველებს გააცნეს საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ქვეყანაში არსებული ღირებულებათა პრობლემების თაობაზე. თამარ ჩიბურდანიძე მათ დეტალურად ესაუბრა ოჯახის ინსტიტუტის საუკუნოვან ტრადიციებზე, თაობათაშორის ურთიერთობებზე და მიგრაციის პრობლემებზე. ახალგაზრდებმა ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია პროექტში ჩართვაზე. პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტი მოიცავს 4 თემას და 4 საკონკურსო ნომინაციას და მიზნად ისახავს ქართველ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების ერთობლიობის თაობაზე. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი.

Post navigation

Previous: ნაცი არ არის პარტიული კუთვნილება, ეს არის სულიერი მდგომარეობა
Next: მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.