Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყულევის და „შუა დერეფნის“ თემა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ფეხზე ამოსული პატარა მუწუკი, ადამიანის რეპროდუქციული სისტემის კრიზისად წარმოაჩინონ

მარშალ პრესი 13/02/2026
DAVID KARTVELISHVILI

„ეს არის ქართული გაკოტრებული ოპოზიციის მისამართით გადაგდებული ძვალი – საქართველოს შიდა პოლიტიკური პოლემიკის გაღვივების მიზნით,“ – ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დასავლურ პრესაში ყულევისა და “შუა დერეფნის” თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს. მისი თქმით, ამ საკითხის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება სრული დეზინფორმაცია. დავით ქართველიშვილი წერს, რომ ამ თემის დემონიზაცია, პირველ რიგში, შედის ბრიუსელის ინტერესებში, რომელიც პარტნიორებთან მუქარის, ზეწოლისა და სანქციების ენით საუბარს აგრძელებს.

„როგორც ეს მოსალოდნელი იყო (და სწორედ ამისთვის კეთდებოდა) – ყულევის და SOCAR-ის შეყვანა ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტში, აქტიურად და დეზინფორმაციულად შუქდება ევრობიუროკრატიულ პრესაში. კერძოდ, ვრცელდება სრულიად „ფეიკები“ ყულევსა და „შუა დერეფნის” თემაზე ამ პროექტის ეჭვქვეშ დაყენების და დისკრედიტაციის მიზნით. ყულევის და „შუა დერეფნის“ თემა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ფეხზე ამოსული პატარა მუწუკი, ადამიანის რეპროდუქციული სისტემის კრიზისად წარმოაჩინონ. ყულევის ტერმინალი არის SOCAR-ის კომერციული ნავთობტერმინალი.

„შუა დერეფანი“ კი, წარმოადგენს კონტეინერულ-სარკინიგზო არქიტექტურას „ჩინეთი–კასპიის–სამხრეთ კავკასია–ევროპის” მიმართულებით. მათ შორის პირდაპირი „სისხლძარღვოვანი“ და „რეპროდუქციული” კავშირი არ არსებობს. თუმცა. საინფორმაციო პოლიტიკაში ურჩი სიბიექტების მიმართ ფეიკის მასშტაბს განსაზღვრავს არა ჭეშმარიტება, არამედ ფაქტების დამახინჯებასა და დრამატიზაციაზე აგებული ტყუილი. ვის ინტერესებში შედის ამ თემის დემონიზაცია? პირველ რიგში, იმ წრეებს ბრიუსელში, რომლებიც სასანქციო ენას საკუთარ პოტენციურ პარტნიორებთან სისტემურ მუშაობაზე მეტად ამჯობინებენ.

თუ წერტილოვან ზომას „საქართველოს სატრანზიტო როლის დაკნინებად“ შეფუთავ, შეგიძლია ზეწოლა გააძლიერო – „შუა დერეფნის“ ამ „მუწუკის” გარეშეც თავისი ლოჯისტიკური ცხოვრების გააგრძელების აღიარების გარეშე. ეს მოსახერხებელი ჩარჩოა: თითქოს საუბარი აღარ არის კონკრეტულ ტერმინალზე, არამედ „რეგიონის გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე“, რომელსაც „საფრთზე” ემუქრება. და რა თქმა უნდა, ეს არის ქართული გაკოტრებული ოპოზიციის მისამართით გადაგდებული ძვალი – საქართველოს შიდა პოლიტიკური პოლემიკის გაღვივების მიზნით. უსამშობლო „ოპოზიციისთვის” მომგებიანია საუბარი „ქვეყნის სტრატეგიული როლის შერყევაზე“ და ეს უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე ერთი ცალკე აღებული ნავთობტერმინალის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები. საბოლოოდ, ქვეყნის სხეულზე პატარა გამონაყარს სისტემურ დიაგნოზად განიხილავენ, რადგან მავნებელთა პოლიტიკაში ჰიპერბოლა ხშირად უკეთ მუშაობს, ვიდრე ელემენტარული სიმართლე, განსაკუთრებით, „ფობიაფილების” საქართველოში,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გვარამიაზე რა შეიძლება ვთქვა – ორღობის ქალები რომ ჭორაობას დაიწყებენ და მეზობლებს ამბებს უგონებენ, მაგ დონეზეა დასული
Next: გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი, დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.