Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება

მარშალ პრესი 13/02/2026
nikoloz metreveli

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, თსუ-ის პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” მოდელის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს.

მეტრეველს მაგალითად მოჰყავს საფრანგეთი, სადაც ქალაქები დღემდე ასოცირდება კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებთან. შესაბამისად, მისი შეფასებით, ჩიტაშვილის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

“მარინე ჩიტაშვილი: “ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“ ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს. ასეთი, რომ არსებულიყო ამის მაგალითს ირაკლი კობახიძე აუცილებლად მოიყვანდა. შესაბამისად, ეს არის ქართული “ნოუ-ჰაუ“, რომლის ავტორი გახლავთ კობახიძე!

ცნობისთვის: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მსგავსი მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აქტიურად და ეფექტიანად მოქმედებს. საზომად ავიღოთ საფრანგეთი, რომელიც ევროკავშირში განათლების სფეროში წარმატებულობით ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სახელმწიფოა, სადაც ქალაქები მუდმივად ასოცირდებოდა და დღემდე ასოცირდება კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებთან.

მაგალითად:

გრენობლი – მიკროელექტრონიკა,
ლიონი – ქიმია და ბიოტექნოლოგია,
ტულუზა – აერონავტიკა.
სრულიად აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ შემოვლითი გზებით ფული მიდის სამოქალაქო სექტორის დესტრუქციულ ნაწილთან – მარტა კოსის შემდეგ, ის მეორეა, ვინც საუბრობს „სამოქალაქო სექტორის“ ნიღბით მოქმედი რადიკალური ენჯეოების შემოვლით დაფინანსებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.