Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაზე სიტყვით გამოვიდა

მარშალ პრესი 12/02/2026
2050

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანი ეკა სეფაშვილი ჟენევაში, გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაში მონაწილეობს.

სიტყვით გამოსვლისას, ეკა სეფაშვილმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, უკვე დადგენილია, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები უხეშად არის დარღვეული. მათ შორის, დარღვეულია კერძო საკუთრების უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება და თავისუფალი გადაადგილების უფლება. არსებობს ფატალური შემთხვევები, როდესაც ცალკეულ მოქალაქეებს არ მიეცათ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა, რათა საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის სერვისები მიეღოთ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სერვისების უფასოდ მიწოდების კომპონენტი.

გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს არავითარი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა ადამიანის უფლებების დაცვას.
„როგორც ცნობილია, საერთაშორისო მონიტორინგის მისიების მუშაობა შეზღუდულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან“, – განაცხადა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანმა.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“
Next: ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ შემოვლითი გზებით ფული მიდის სამოქალაქო სექტორის დესტრუქციულ ნაწილთან – მარტა კოსის შემდეგ, ის მეორეა, ვინც საუბრობს „სამოქალაქო სექტორის“ ნიღბით მოქმედი რადიკალური ენჯეოების შემოვლით დაფინანსებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.