Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიას შორის

მარშალ პრესი 12/02/2026
mikheil kavelashvili

ჩვენი ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია. ამას მოწმობს საქართველოს ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ მხოლოდ მივესალმებით, როდესაც ამ პროცესს გარე აქტორებიც უერთდებიან, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

 მისივე თქმით, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიას შორის.

„ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.

საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიის ქვეყნებს შორის.

ჩვენ მზად ვართ ხორვატიასთან განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონების დაახლოებაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩსა და მის დელეგაციის თითოეულ წევრს საქართველოში სტუმრობისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა
Next: პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.