Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

მარშალ პრესი 12/02/2026
2005

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ამასთან, კოლეგებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრა, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან:  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი  ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ „დიფ სთეითმა“, რომელმაც მთელი ევროპა უფსკრულის პირას მიიყვანა, საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერი მოუხერხა. სწორედ დასუსტებული ევროპის და უსიტყვოდ მორჩილი ბიუროკრატების ხელით სურს „დიფ სთეითს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება
Next: იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.