Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა

მარშალ პრესი 12/02/2026
jesi-van-rutselaari_w_h

თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, ცეცხლი გახსნა კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა.

გამოცემა Dailymail-ი აქვეყნებს კანადის ისტორიაში სკოლაში განხორციელებული მეორე ყველაზე სისხლიანი სროლის ავტორის ფოტოს, რომელზეც მას ხელში ავტომატი უჭირავს.

რუსტელაარის თავდასხმის შედეგად, მოკლული იქნა მასწავლებელი, ასევე, 13-დან 17 წლამდე ასაკის სამი გოგონა და ორი ბიჭი.

მსროლელმა სკოლაში თავი მოიკლა. მანამდე კი, CTV News-ის ცნობით, მან დედა, ჯენიფერი, და ძმა, ემეტი, მათსავე სახლში მოკლა.

კანადის პოლიციის განმარტებით, რუსტელაარმა საკუთარი თავის ქალად იდენტიფიცირება ექვსი წლის წინ, 12 წლის ასაკში დაიწყო და წლების განმავლობაში, მის სახლში არაერთი გამოძახება დაფიქსირდა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

Post navigation

Previous: მარტივი კითხვა გვქონდა ყოველთვის – დაასახელონ ჩვენი ის ერთი ნაბიჯი, რომელიც იყო რუსული, ვერც ერთს ვერ ასახელებენ
Next: როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, როდესაც არანაირი ფაქტი არ გაქვს და ამას აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა დაასანქცირეთ, საბოტაჟია აბა რა არის?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.