პრემიერ-მინისტრი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

208
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლს სელიმ ჩაკირს შეხვდა. ოფიციალურ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საუბარი პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა სელიმ ჩაკირს პანდემიის რთული პერიოდის დაძლევის პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია და ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო, რაზეც პირველი კვარტლის მაჩვენებლებიც მიუთითებს და 2021 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ ოთხწლიან გაფართოებულ პროგრამას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კრიზისის დაძლევის სტრატეგიის მომზადებასა და განხორციელებაში დაეხმარა.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, მათ შორის პენსიების ინდექსაცია და დღგ-ს დაბრუნების ავტომატიზირებული სისტემა და აღნიშნა, რომ ამ მიმართლებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრისას, ასევე ისაუბრეს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მუშავდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გეგმის განხორციელებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და განვითარების პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება