Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის დეკლარირებული კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან, რაც კარგია ასეთი დაძაბულობის ფონზე მიმდინარე რეფორმის პროცესში

მარშალ პრესი 10/02/2026
zurab kadagidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ტექნიკური უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. მისი თქმით, საკითხზე მიღებული იქნა დეკლარირებული კომპრომისი, რაც კარგია მიმდინარე რეფორმის პროცესში. „საქართველოში ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების სფეროს აუცილებლად სჭირდება რეფორმა.

ეს არ არის სურვილი, ეს აუცილებლობაა. ამ აუცილებლობიდან გამომდინარე ჩნდება გარკვეული კითხვები, როგორც მაგალითად, ამ ორი უნივერსიტეტის [სტუ და თსუ] გაერთიანების პროცესში იყო, თუმცა საბოლოო ჯამში აკადემიურმა საბჭოებმა და ხელისუფლებამ ისაუბრეს და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე. ეს არის დეკლარირებული კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან, რაც კარგია ასეთი დაძაბულობის ფონზე მიმდინარე რეფორმის პროცესში,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ჯგუფი შეიქმნება და მოხდება კონკრეტული კომუნიკაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. სხვა დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციაა
Next: ხორვატიის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.