Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა

მარშალ პრესი 10/02/2026
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთში McDonald’s-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ექსპერტი წერს, რომ არა თემურ ჭყონიას ბრძოლა, ეს დღე ვერ დადგებოდა.

დავით ქართველიშვილი იმაზეც საუბრობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, McDonald’s-მა 2024 წლის დეკემბერში მიმართა Роспатент-ს დარეგისტრირების შესახებ და ეს განაცხადი ამ ორგანიზაციამ მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა. რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა. წარსულს ჩაბარდა რუსეთის “Вкусно и точка”. დღეიდან ამ ბრენდს კვლავ ჩაანაცვლებს „Не вкусно – многоточие”, რაც ითარგმნება როგორც McDonald’s-ი. P.S.: მთავარი დამავიწყდა! ძალიან მნიშვნელოვანია! იმას, რომ რუსეთი ამ ომს ვერ წააგებს – McDonald’s-ი მიხვდა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, როდესაც Роспатент-ში დააბრუნა თავისი განაცხადი, რუსეთის ბაზარზე ხელმეორედ ბრენდად დარეგისტრირების თაობაზე. როგორც ჩანს, ამის შემდეგ თვით რუსეთს „ეპარებოდა ეჭვი” საკუთარ გამარჯვებაში, ვინაიდან McDonald’s-ის განაცხადი მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა,”- წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: სანამ ოპოზიცია პრემიერის ინიციატივას დებატებზე ფარსად აფასებდა, თავად ინიციატორისგან მიიღეს ღიაობა, პროფესიული კომპეტენცია და მაღალი ინფორმირებულობა
Next: საქართველოს მთავრობამ მიუნხენის კონფერენციაზე მიწვევა მიიღო, “არალეგიტიმური” ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი დონის ფორუმებზე არ იწვევენ – ბურთი ჩვენს მოედანზეა და ხელისუფლებამ ეს ფორუმი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.