Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მანქანა, რომელიც შესყიდულ იქნა 2023 წელს, ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს, არსებითად გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე

მარშალ პრესი 10/02/2026
irakli kobakhidze4

მანქანა შესყიდულ იქნა 2023 წელს სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, იშვიათად გამოიყენება უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაზეც უსაფრთხოების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს ჰყავს „აუდის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ნამდვილად არ ღირს მილიონ ლარზე მეტი.

„მანქანას რაც შეეხება, ტყუილია. ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი. საუბარია მანქანაზე, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს, რომელიც არსებითად გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრს ჰყავს „აუდის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ნამდვილად არ ღირს მილიონ ლარზე მეტი. ეს არის მარტივი ტყუილი. პირველი ტყუილი იყო, თითქოს მე შევისყიდე ეს მანქანა და ბოდიშის მოხდაც კი არ იკადრა და მეორე ტყუილი იყო ის, რომ თითქოს ეს არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, რაც არის ასევე ტყუილი. კონკრეტულ შემთხვევებში, უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, გამოიყენება ეს ავტომობილი. რეალურად, ეს არის სტუმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომელიც უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე იქნა შეძენილი 2023 წელს. ერთ ტყუილს მეორე ტყუილს ნუ დაამატებთ, ეს არ გეკადრებათ, ეს არ არის ის სტანდარტი, რომლითაც ადამიანი ასეთი ფორმის დებატებზე უნდა იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ხშირად საუბრობენ ოპონენტები იმაზე, რომ თითქოს გადასახადებია პრობლემა ფასწარმოქმნის პროცესში, საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის ყველაზე დაბალი ევროპაში ირლანდიის შემდეგ, თუმცა ფასები ევროპაში არის უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენთან, შესაბამისად, გადასახადები არ არის გამოსავალი
Next: მეწარმეებთან, დისტრიბუტორებთან, ქსელებთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება ყველაზე სწორი ფორმით მოვახერხოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.