Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ მათ შორის ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე

მარშალ პრესი 09/02/2026
irakli kobakhidze2

შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ კონკრეტული კანონმდებლობის, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ფასების რეგულატორის ფუნქცია, თუმცა მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა სხვადასხვა ალტერნატივაზე ფასების შემცირების მიმართულებით.

„შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ვიფიქროთ ჩვენ კონკრეტული კანონმდებლობის შემუშავებაზე, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით. ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და იმაზეც კი გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ფასების რეგულატორის ფუნქცია. ასეთი რამეც კი შეიძლება გაკეთდეს, როგორც სურსათის, ისე თუნდაც საწვავის და მედიკამენტების შემთხვევაში. სხვადასხვა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, თუმცა მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება, რაც, ვფიქრობ, შესაძლებელია,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: 86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია, ჩვენი აზრით, არასწორი პრაქტიკა იწვევს ამ ყველაფერს, მათ შორის, ე.წ. ქეშბექი
Next: კომისიების მუშაობის შედეგად საზოგადოებამ რეალური შედეგი უნდა დაინახოს – გურამ მაჭარაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.