Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპას სასწრაფოდ სჭირდება ამერიკული გიგანტების, Visa-სა და Mastercard-ზე დამოკიდებულების შემცირება – გამოცემა Financial Times

მარშალ პრესი 09/02/2026
mastercard visa

გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ ევროპას „სასწრაფოდ“ სჭირდება ალტერნატიული გადახდის სისტემა Visa და Mastercard-ის ნაცვლად, რადგან არსებობს შიში, რომ ამერიკული კომპანიების დომინაცია შესაძლოა იარაღად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გაუარესდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპული საბანკო სისტემა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ის გადახდის გიგანტებზე. ევროპული გადახდების ინიციატივის (EPI) ხელმძღვანელმა, მარტინა ვაიმერტმა განაცხადა, რომ ევროპას არ გააჩნია საზღვარგარეთული გადახდის ალტერნატივა.

„ჩვენ ძალიან დამოკიდებულები ვართ საერთაშორისო გადახდის სისტემებზე. დიახ, გვაქვს ეროვნული გადახდის სისტემები, როგორიც არის შიდა გადახდის ბარათის სქემები, მაგრამ არ გაგვაჩნია საზღვრების გადამკვეთი, ერთიანი ევროპული გადახდის სისტემა. თუ ვამბობთ, რომ დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და ყველამ ვიცით, რომ ეს დროის საკითხია…. სასწრაფოდ გვჭირდება ზომების მიღება“, – განაცხადა ვაიმერტმა.

გამოცემის ცნობით, ნაღდი ფულის შემცირების ფონზე, ევროპელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ აშშ-ის გადახდის კომპანიების ძალაუფლება შესაძლოა გამოყენებული იყოს ზეწოლის იარაღად, თუ ურთიერთობები სერიოზულად გაუარესდება.

ამ საფრთხეზე საუბრობენ როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირები.

Post navigation

Previous: მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით – ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში
Next: 86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია, ჩვენი აზრით, არასწორი პრაქტიკა იწვევს ამ ყველაფერს, მათ შორის, ე.წ. ქეშბექი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.