Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 09/02/2026
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ექსპერტის განცხადებით, დონალდ ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისიას აჩვენა, რომ დასავლური იდეოლოგიური მხარდაჭერა, რომელზეც წლების განმავლობაში იყვნენ დამოკიდებულნი, შესუსტდა.

„ამ ყველაფერს ევროპელები ხედავენ. განა აქამდე არ იცოდნენ? იცოდნენ. მაგრამ სანამ ბაიდენის ადმინისტრაციის მარიონეტები იყვნენ, წლების განმავლობაში ამას უბრალოდ არ იმჩნევდნენ“, — განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ევროპაში უკვე ხედავენ როგორც საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გაძლიერებას, ისე ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში.

„დონალდ ტრამპის პოლიტიკამ და მიდგომამ ევროკომისია გამოაფხიზლა. მათ დაინახეს, რომ იმ „სიგიჟეების“ მიმართ მხარდაჭერა, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდნენ აშშ-ის თეთრი სახლიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან, აღარ ექნებათ. ისინი ხედავენ ყველაფერს, რაც დღეს ხდება — მათ შორის საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ პატარა, მაგრამ მკაფიო ნაბიჯებსაც.

ხედავენ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ძალიან წარმატებულ მონაწილეობას საერთაშორისო სამიტებში — კერძოდ, აბუ-დაბის სამიტს ვგულისხმობ, სადაც პირდაპირ ითქვა საქართველოს როლის გაძლიერებაზე. ხედავენ იმასაც, რომ ჩვენი მილსადენები — როგორც ბუნებრივი აირის, ისე ნავთობის მიმართულებით — სულ უფრო მზარდი დატვირთვით ემსახურება საერთაშორისო ბაზრებს, მათ შორის ევროკავშირს. ამის ნათელი მაგალითია ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც აზერბაიჯანული გაზის ავსტრიისა და გერმანიისთვის მიწოდებას გულისხმობს — ეს გაზი საქართველოს გავლით უნდა გავიდეს და არა „ჰაერით“.

ამ ყველაფერს ევროპელები ხედავენ. განა აქამდე არ იცოდნენ? იცოდნენ. მაგრამ სანამ ბაიდენის ადმინისტრაციის მარიონეტები იყვნენ, წლების განმავლობაში ამას უბრალოდ არ იმჩნევდნენ. ისინი იდეოლოგიაზე დაფუძნებული სიგიჟეებით გვიტევდნენ, შანტაჟის ენით გველაპარაკებოდნენ, სანქციებითა და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით გვაშინებდნენ, დღეს კი გვეფერებიან.

ევროპელები დღეს ღიად საუბრობენ იმაზე, თუ რა დიდი როლი მიუძღვის საქართველოს საერთაშორისო პროექტებში, რომლითაც დღეს თითოეული ევროპელი საზრდოობს იმ ევროსაბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელიც თავად მრავალ კრიზისშია გახვეული“, — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: ველოდები, რომ 17 მაისს საქართველოში მართლმადიდებლების მილიონიან მსვლელობას აშშ-ის საელჩო შეუერთდება და აღნიშნავს დღეს, რომელიც მათი პრეზიდენტის მიერ მაღალფარდოვანი სიტყვით „ეროვნული ლოცვის დღით“ არის შემკობილი
Next: მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით – ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.