Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ, სამწუხაროდ, ხელოვნურად თავს მოგვახვიეს პოლარიზაცია – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 08/02/2026
irakli kobakhidze3

იმ პირობებში, როდესაც იყო ორი მხარე და აქედან ერთ-ერთი იყო არაჯანსაღი ოპოზიცია, ჯანსაღი ოპოზიციისთვის უბრალოდ აღარ რჩებოდა არავითარი სივრცე, ბოლომდე უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ამ თავსმოხვეული პოლარიზაციისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად დადგმული, რისგანაც სწრაფი ტემპით თავისუფლდება ქვეყანა.

„ჩვენ, სამწუხაროდ, თავს მოგვახვიეს პოლარიზაცია, ორპოლუსიანი სისტემა, რაც აბსოლუტურად ხელოვნური იყო და ამ ორპოლუსიანი სისტემის მეორე მხარე იყო არაჯანსაღი ოპოზიცია. ეს იყო ხელოვნურად დადგმული სცენა, რისგანაც ჩვენ ვთავისუფლდებით ძალიან სწრაფი ტემპით და ბოლომდე უნდა გავათავისუფლოთ ამ თავსმოხვეული პოლარიზაციისგან ჩვენი ქვეყანა. იმ პირობებში, როდესაც იყო ორი მხარე და აქედან ერთ-ერთი იყო არაჯანსაღი ოპოზიცია, ჯანსაღი ოპოზიციისთვის უბრალოდ აღარ რჩებოდა არავითარი სივრცე. იყო გარკვეული მცდელობები, კონკრეტულ ოპოზიციურ ძალებს ემოქმედათ ჯანსაღი პრინციპებით, ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში, მაგრამ მაშინვე მთელი რადიკალური ოპოზიცია მოქმედებდა ასეთი ძალების წინააღმდეგ და არ აძლევდა არავის ასეთი სახით მოქმედების საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. იმ პირობებში, როდესაც გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეძღვნებოდა ის ინიციატივა, რომლითაც გამოვედით, რომელიც უკავშირდებოდა საჯარო დებატების გამართვას და ამ კულტურის არა აღდგენას, არამედ დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ასეთი კულტურა ბოლომდე ვერასდროს ჩამოყალიბდა, ვერც 90-იან წლებში,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, იქნება ეს განათლება, ფასების თემა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, კორუფციის საკითხები, პოლიტიკური თემები, უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი, ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად წავახალისებთ ამ პროცესს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.