Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც გეკა გელაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, მიღებულ იქნა რეალურად გადამჭრელი ზომები ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, ხელმისაწვდომობა სერიოზულად არის შემცირებული, რამდენიმე ასეული რეალიზატორია დაკავებული, რაც უტყუარად მეტყველებს სახელმწიფოს ძალიან მტკიცე ნებაზე, ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს

მარშალ პრესი 08/02/2026
irakli kobakhidze

ნარკოტიკები რომ ავიღოთ, მარტო იმდენი რეალიზატორია დაკავებული მხოლოდ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ ეს სტატისტიკა უტყუარად მეტყველებს სახელმწიფოს ძალიან მტკიცე ნებაზე, ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნარკოტიკების მოხმარების კუთხით ქვეყანაში იყო ძალიან რთული მდგომარეობა.

„უხეში სტატისტიკით, იყო უაღრესად მაღალი მაჩვენებელი ნარკოტიკების მოხმარების კუთხით შესაბამისად, უბრალოდ აუცილებელი იყო ძალიან სწრაფი რეაგირება ამ პრობლემაზე და აქ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. ზუსტად ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გეკა გელაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, მიღებულ იქნა რეალურად გადამჭრელი ზომები ნარკოტიკული დანაშაულის  წინააღმდეგ. პრინციპული ცვლილება გვაქვს უკვე, მათ შორის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ხელმისაწვდომობა სერიოზულად არის შემცირებული, რაც, ბუნებრივია, მოხმარებას თავისთავად ამცირებს. ძალიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იქნა გამოვლენილი სახელმწიფო საზღვარზე. საუბარია ასეულობით მილიონი ლარის ღირებულების ლარის ნარკოტიკებზე, რომელიც მათ შორის განკუთვნილი იყო არა მარტო ტრანზიტისთვის, არამედ საქართველოში რეალიზაციისთვის. რამდენიმე ასეული რეალიზატორია დაკავებული, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს აქვს პრინციპული ნება, ებრძოლოს ამ კატეგორიის დანაშაულს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შედეგებზე აისახება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ დამტკიცებიდან ძალიან მალევე, იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს, ჩვენ ორი არჩევნები მოვიგეთ, რაც არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ვაწარმოებთ
Next: Eagle Hills-ის ინვესტიციის საფუძველზე 11 მლრდ ლარი შეემატება ჩვენს ეკონომიკას, საუბარია უზარმაზარ ეფექტზე, რომელიც ერთ ინვესტიციას ექნება და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.