Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკომისიის კვლევა: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის საკვანძო ინფრასტრუქტურული ინიციატივა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემების დაკავშირება ევროპულ ქსელთან

მარშალ პრესი 08/02/2026
eurokomisia

ევროკომისიის მიერ მომზადებულ ახალ მეტა-კვლევაში Advancing a Cross-Regional Connectivity Agenda შეფასებულია საქართველოს როლი ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ დერეფანში. დოკუმენტში შავი ზღვა და მისი მოსაზღვრე ქვეყნები ნახსენებია, როგორც „გადამწყვეტი სატრანზიტო კვანძი“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისთვის (TITR), რომელიც ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.

ანგარიშის თანახმად, რეგიონის დაკავშირებადობისთვის საქართველოში რამდენიმე კონკრეტულ პროექტს არსებითი მნიშვნელობა აქვ:

ანაკლიის პორტი: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მიჩნეულია აუცილებლად შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისა და საქართველოს სანაპიროზე უფრო დიდი გემების მიღების შესაძლებლობისთვის“.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი: პროექტი შეფასებულია, როგორც „საკვანძო ინფრასტრუქტურული ინიციატივა“, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემების დაკავშირება ევროპულ ქსელთან (ENTSO-E).

სარკინიგზო და საგზაო ქსელი: ხაზგასმულია ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასრულების საჭიროება.
ფიზიკური ინფრასტრუქტურის გარდა, კვლევა ყურადღებას ამახვილებს „რბილ დაკავშირებადობაზე“. კერძოდ, აღნიშნულია, რომ აუცილებელია სატრანსპორტო და ენერგეტიკული სექტორების შემდგომი რეფორმირება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საბაჟო პროცედურების ციფრული ტრანსფორმაცია, ე.წ. „ერთი ფანჯრის“ სისტემის დანერგვა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერება.

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული და რეგულატორული მზაობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიანი დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე. დოკუმენტის თანახმად, ამ პროექტების რეალიზაცია მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას და რეგიონულ ენერგეტიკულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

Post navigation

Previous: არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება – ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში მონაწილეობა მიიღონ
Next: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.