Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოცემა “პუბლიკისთვის” ჟურნალისტიკის პრიზის გადაცემით საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღვივებს

მარშალ პრესი 07/02/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან უტიფრული ნაბიჯი გადაიდგა.

„ეს არის გაუგონარი უტიფრობა და ღირებულებებისგან დაცლა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს არის სიგნალი ქართველი ხალხისათვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები არის მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, სწორედ ასეთი ქმედებები აღვივებს ევროსკეპტიციზმს ქართულ საზოგადოებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან გადადგმულია უტიფრული ნაბიჯი,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: იყვნენ კონკრეტული ენჯეოები, რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში – კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.