Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე – ეს ყველაფერი ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად, ინვესტორები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და ჩვენც სანდო პარტნიორები ვართ მათთვის

მარშალ პრესი 07/02/2026
irakli kobakhidze

საქართველოში ძალიან კარგი გარემო გვაქვს ბიზნესის საკეთებლად, ეკონომიკური საქმიანობის ან ინვესტიციის განსახორციელებლად – გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, Gulf Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უპრეცედენტო მასშტაბის, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საკმაოდ გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა.

„მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Eagle Hills-ის უმსხვილესი, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ყველა მათგანი  სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და  მიმაჩნია, რომ ჩვენც სანდო პარტნიორები ვართ მათთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, იტალია საუცხოოდ მასპინძლობს – გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა, ვამაყობთ მათი გამოსვლით
Next: კახა კალაძე უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის გახსნას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.