Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიასპორის წარმომადგენლებისთვის განვმარტავ, რომ ეს არ ვრცელდება მათ კერძო ფულად გზავნილებზე

მარშალ პრესი 06/02/2026
irakli zarkua

საქართველოს პარლამენტის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს მოჰყვა უამრავი გაუმართავი ინტერპრეტაცია, როგორც ადგილობრივი უსამშობლოებისგან, ასევე აგენტურული ექსპერტების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს.

„მათი ყალბი განმარტებების თანახმად, ეს ცვლილებები თითქოსდა ზღუდავს ჩვენი დიასპორელების მიერ ოჯახის წევრებისათვის სოციალური დახმარების სახით ფულადი სახსრების გადმოგზავნას. რეალურად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს: უცხოური დაფინანსება და ფულადი გზავნილები არ იქნეს გამოყენებული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ; უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და იხარჯებოდეს კანონმდებლობის შესაბამისად; უცხოური დაფინანსება არ მოხმარდეს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, რაც დააზიანებს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკას“, – აღნიშნავს ზარქუა.

მისივე განმარტებით, მიღებული ცვლილებები არ ვრცელდება დიასპორის წარმომადგენლების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით განხორციელებული კერძო ფულად გზავნილებზე.

„მინდა, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის მკაფიოდ განვმარტო, რომ კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის უცხოური ფინანსური სახსრები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე პოლიტიკურ ზეგავლენას, აგრეთვე საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკაში ნეგატიურ ჩარევას. მიღებული ცვლილებები არ ვრცელდება დიასპორის წარმომადგენლების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით განხორციელებული კერძო ფულად გზავნილებზე. დიასპორის მიერ ოჯახის წევრებისთვის განხორციელებული პირადი ფულადი გზავნილები ატარებს სოციალური მხარდაჭერის ხასიათს და არ უკავშირდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან უცხოური იურიდიული პირის მიზნებს. ცალსახად აღვნიშნავ, რომ პირადი სოციალური დახმარებისათვის განხორციელებული დიასპორული ფულადი გზავნილები არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ „გრანტს“ და არ ექვემდებარება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს“, – აცხადებს ზარქუა.

Post navigation

Previous: ტელეკომპანია “იმედი” გაიყიდა – ირაკლი რუხაძემ ტელევიზიის წილები გაასხვისა და არხი დატოვა
Next: არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.