Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი

მარშალ პრესი 06/02/2026
davit chikhelidze

სიმბოლურია, რომ ახლა, როდესაც უცხოური ჩარევის პრობლემა ევროპის მასშტაბით სულ უფრო მწვავედ აღიქმება, ევროსაბჭო თავად იწყებს საკანონმდებლო ჩარჩოების გადახედვას და გამოცდილების გაზიარებას სთხოვს საქართველოს. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით მომზადებულ ანგარიშში მთავარი მსჯელობის თემა სწორედ ის საკითხებია, რომელთა გამო საქართველო წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი. საქართველოს გამოცდილება კი, რომელიც თავდაპირველად მიუღებლად ითვლებოდა, ახლა საერთაშორისო დონეზე პრაქტიკულ მაგალითად განიხილება.

„ საქართველოს ხელისუფლება იყო პირველი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა გლობალურად გავრცელებულ ლიბერალურ დღის წესრიგს და უცხოური გავლენების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის გზას დაადგა. იმ პერიოდში, დასავლური ინსტიტუტების ნაწილი ამ პროცესს დემოკრატიისთვის საფრთხედ აფასებდა, მაშინ როცა საქართველო აღნიშნულ ნაბიჯს, სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვის ერთადერთ გზად მიიჩნევდა.

სწორედ ამ კონტექსტში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიზნად ისახავდა გარე ჩარევების შეზღუდვას, , უცხოური დაფინანსების კონტროლს და პოლიტიკურ პროცესებზე არაპირდაპირი ზემოქმედების შეზღუდვას. ეს ნაბიჯები თავიდანვე მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მათ შორის იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დღეს თავად დგანან მსგავსი გამოწვევების წინაშე.

სიმბოლურია, რომ ახლა, როდესაც უცხოური ჩარევის პრობლემა ევროპის მასშტაბით სულ უფრო მწვავედ აღიქმება, ევროსაბჭო თავად იწყებს საკანონმდებლო ჩარჩოების გადახედვას და გამოცდილების გაზიარებას სთხოვს საქართველოს. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით მომზადებულ ანგარიშში მთავარი მსჯელობის თემა სწორედ ის საკითხებია, რომელთა გამო საქართველო წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო.

ამ პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ ის, რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი. საქართველოს გამოცდილება კი, რომელიც თავდაპირველად მიუღებლად ითვლებოდა, ახლა საერთაშორისო დონეზე პრაქტიკულ მაგალითად განიხილება.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს: ფასიანია უკვე ეს გაზიარება – დღეს უკვე ძვირი დაგიჯდებათ
Next: ევროსაბჭო, რომელიც წარსულში საქართველოს მიდგომებს ეჭვის თვალით უყურებდა, თავად აცხადებს, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმები დასახვეწია და ამ პროცესში საქართველოს გამოცდილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.