Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კლასიკური ევროთვალთმაქცობა, როცა ღირებულებები გამოიყენება შერჩევითად, ინტერესების მიხედვით – ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სთხოვს

მარშალ პრესი 06/02/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ევროსაბჭოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებას ეხმიანება და აღნიშავს, რომ „არავის დავიწყებია სტრასბურგიდანაც უმსგავსო “ბულინგი”ე.წ. “რუსულ კანონზე” და ე.წ. “გაყალბებულ” არჩევნებზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება იგერიებს რა თავხედურ საგარეო თავდასხმებს, მზადაა ურჩიოს ერთგვარ ცაიტნოტში მყოფ შერჩევითად “გაბუტულ” პარტნიორებს.“

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ოფიციალურმა თბილისმა მოსაზრებები უკვე მოამზადა და გადააგზავნა მთხოვნელის სახელზე.

„კლასიკური ევროთვალთმაქცობა, როცა ღირებულებები გამოიყენება შერჩევითად, პოლიტიკის, ძალაუფლებისა და ინტერესების მიხედვით – ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სთხოვს.
არავის დავიწყებია სტრასბურგიდანაც უმსგავსო ‘ბულინგი’ ე.წ. “რუსულ კანონზე” და ე.წ. “გაყალბებულ” არჩევნებზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება იგერიებს რა თავხედურ საგარეო თავდასხმებს, მზადაა ურჩიოს ერთგვარ ცაიტნოტში მყოფ შერჩევითად “გაბუტულ” პარტნიორებს. ოფიციალურმა თბილისმა მოსაზრებები უკვე მოამზადა და გადააგზავნა მთხოვნელის სახელზე.

აქვე საზოგადოებას შევახსენებ ‘სახის შენარჩუნების’ გავრცელებული PR-ტაქტიკების ძირითად პრინციპებს, რომლის გათვალისწინება უწევთ და მოუწევთ ჩვენს უცხოელ უარგუმენტო კრიტიკოსებს:

– ფორმულირებების შეცვლა („უკან დახევა“ → „ტაქტიკური პაუზა“);
– აქცენტის გადატანა სხვა თემაზე ან გარე ფაქტორზე;

-ნაწილობრივი აღიარება სრული პასუხისმგებლობის გარეშე;

– მესამე მხარის დადანაშაულება (ოპონენტები, მედია, გარე ძალები);

– პრინციპულობის დემონსტრირება („ღირებულებებს არ ვთმობთ“)
– დროებითი ნაბიჯის წარმოჩენა, როგორც სტრატეგიული არჩევანი
თავად აირჩიონ თუ რომელი გზით სჯობს წასვლა თავისუფალ და თავმოყვარე ქართველ ერთად ‘ხიდების აღსადგენად’. ჩვენ ამას არ ვუცდით, მშვიდობიანი განვითარების ეროვნული დღის წესრიგი გვაქვს ამ მეტად ტურბულენტურ გლობალურ რეალობაში.“ – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაქარია წიკლაური №83 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო
Next: დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს: ფასიანია უკვე ეს გაზიარება – დღეს უკვე ძვირი დაგიჯდებათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.