Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახალქალაქში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა

მარშალ პრესი 05/02/2026
05005

ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. საკონტრაქტო სამსახურის რეკრუტებმა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა სამხედრო ფიცი დადეს.

საზეიმო ცერემონიალს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა. წარჩინებულ რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში რეკრუტებმა ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა.

დღეიდან როგორც საკონტრაქტო, ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

 

Post navigation

Previous: ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი: ევროკავშირის არაწევრ არცერთ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები
Next: ჩვენ გაცხადებული გვაქვს მიზანი, გვინდა, საქართველო გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებული დისკუსიისთვის მზად ვარ, რა პლუს-მინუსები აქვს ნებისმიერ პროცესს, შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა კონსტიტუციური ამოცანა არის კონსტიტუციური ამოცანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.