Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უნებურად გვახსენდება, როგორ ამუნათებდნენ საქართველოს იმისთვის, რომ არ შევწყვიტეთ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად

მარშალ პრესი 05/02/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა ლატვიისა და ესტონეთის ლიდერების ინიციატივას, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. სეფაშვილის აზრით, ღიმილისმომგვრელია ფაქტი, რომ ევროპელი ლიდერებისთვის ახლა გახდა რუსეთი ევროპის ნაწილი და ზოგიერთი მათგანი მზადაა, თავად ჩართოს მოლაპარაკებებში:

„ღიმილისმომგვრელია ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს მზად არიან თავად იყვნენ წარგზავნილნი რუსეთთან დიალოგის დასაწყებად“ – განაცხადა სეფაშვილმა.

მისი აზრით, ევროპელების მსგავსი განცხადებები გვესმის იმის ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს „ამუნათებდნენ“ რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობის გაგრძელების გამო.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია ომის მონაწილეებს შორის სწორედ დიალოგის გზით მოხდეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და არ იყოს ეს დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან. თუმცა, ღიმილისმომგვრელია ევროპელების განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით – რომ ახლა გახდა რუსეთი ევროპული ქვეყანა და საჭიროა მასთან დიალოგი. ასევე, ღიმილისმომგვრელია ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს მზად არიან თავად იყვნენ წარგზავნილნი რუსეთთან დიალოგის დასაწყებად. უნებურად გვახსენდება, თუ როგორ ამუნათებდნენ საქართველოს მხოლოდ იმის გამო, რომ არ შევწყვიტეთ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“ – თქვა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ევროკავშირს არ აქვს და ვერ ექნება უფლება, მოითხოვოს ევროკავშირის მიღმა მყოფი სახელმწიფოებისგან საკუთარი სანქციური რეჟიმების შესრულება – დავით ქართველიშვილი
Next: საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და სწორედ ეს აღიზიანებს ყველაზე მეტად მათ, ვინც სამართალს პოლიტიკური შანტაჟით ჩანაცვლებას ამჯობინებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.