Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება – ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს

მარშალ პრესი 05/02/2026
levan kochloshvili

“ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“, სადაც ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.

კოჭლოშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდათ მცდელობები გავლენის მოხდენისა, მაგრამ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და სცენარი ჩაუვარდათ. “აშშ-ის კონგრესის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში მიუთითებულია, რომ ევროკავშირის ზოგი ინსტიტუტი ზეწოლას ახორციელებდა სოციალურ მედიაზე და შესაბამისად არჩევნებზე! 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდათ მცდელობები გავლენის მოხდენისა, მაგრამ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და სცენარი ჩაუვარდათ. საქართველომ უკვე აჩვენა მაგალითი: როცა BBC ხელისუფლებას აქციებზე კამიტის გამოყენებას აბრალებდა, გამოძიება ჩატარდა და სიმართლე დადასტურდა. იგივე სტანდარტი ახლა ევროკავშირზეც უნდა გავრცელდეს – დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება – ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს.”- წერს კოჭლოშვილი.

Post navigation

Previous: უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი და მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში
Next: პარტია “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.