Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ სადოქტორო კვლევა საჭიროა ქვეყნისთვის, სამეცნიერო დარგის განვითარებისთვის, სასწავლო პროცესისთვის, მაშინ დოქტორანტს ფული კი არ უნდა გადავახდევინოთ, პირიქით, უნდა დავეხმაროთ დაფინანსებით

მარშალ პრესი 04/02/2026
sozar subari

„ჩვენი ქვეყნის მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგი განათლების სისტემა გვექნება, რამდენად შევძლებთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციებს და, შესაბამისად, რამდენად განათლებული იქნება ჩვენი საზოგადოება. ამ მიზანს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება დღეს დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა დოქტორანტი სწავლაში ფულს იხდის. ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს საკმაოდ სოლიდური გადასახადია – მაგ. 4000 ლარი წელიწადში, რაც ნიშნავს, რომ 3-წლიანი დოქტურანტურა ხარისხის მაძიებელს 12000 ლარი უჯდება.

თუკი ჩვენი მიზანია, რომ გავზარდოთ კარგი მკვლევარი, კარგი მეცნიერი, კარგი ლექტორი, მაშინ მათ სახელმწიფომ კვლევაში ფული კი არ უნდა გადაახდევინოს, პირიქით, უნდა დაუფინანსოს სწავლისა და კვლევის პროცესი, რომ, ჯერ ერთი, მაღალი დონის და მართლა ღირებული კვლევა შეიქმნას და მეორე – სამეცნიერო სფეროში მოვიზიდოთ ნიჭიერი ადამიანები,“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილებოდა. მისი თქმით, თუ სადოქტორო კვლევა საჭიროა ქვეყნისთვის, სტუდენტებისთვის, სამეცნიერო დარგის განვითარებისთვის, მაშინ სახელმწიფო ვალდებული უნდა იყოს ის დააფინანსოს.

„რადგან ვსაუბრობთ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, მსურს შემოგთავაზოთ ის, რაც გათვალისწინებული არ არის ამ რეფორმის ფარგლებში – დოქტორანტურა ჩვენთან არის ფასიანი, ზოგ სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაოდ ძვირიც ღირს, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში წელიწადში 4 ათასი ლარია გადასახდელი, ზოგ შემთხვევაში პროგრამა შეიძლება სამ წელიწადს გაგრძელდეს და შესაბამისად 12-16 ათასი ლარი ჯდება, ზოგან შეიძლება ნაკლებია, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ მძიმე ტვირთია ადამიანისთვის, რომელიც მომავალი მკვლევარი უნდა გახდეს. თუ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანია განათლებული საზოგადოება, მეცნიერების წინსვლა, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ – გაიზარდოს მკვლევარი, კარგი პროფესორი, პედაგოგი, იმუშაოს სამეცნიერო თემებზე. თუ ცალკე ფული ვახდევინეთ, იმის მაგივრად, რომ პირიქით იქით დავეხმაროთ, არ მგონია სწორი ნაბიჯი იყოს. როცა ადამიანი იცავს სადოქტოროს და მისი კვლევა არავის არაფერში სჭირდება, მაშინ არც უნდა მივცეთ საშუალება დაიცვას ის. მაგრამ თუ მისი კვლევა საჭიროა ქვეყნისთვის, სტუდენტებისთვის, სამეცნიერო დარგის განვითარებისთვის, მაშინ ფული კი არ უნდა გადავახდევინოთ, პირიქით დავეხმაროთ დაფინანსებით. ეს არის ჩემი წინადადება და იქნებ ამ რეფორმაში აისახოს შესაბამისად,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა. განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ სოზარ სუბარის გამოსვლის პასუხად განაცხადა, რომ იღებს მის შენიშვნას და როდესაც სამეცნიერო საკითხების განხილვა იქნება, ამ მიმართულებით მოხდება სერიოზული გარღვევები, როგორიც შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, რომ დოქტორანტურის პროგრამები უფასო გახდეს, არამედ წახალისების სახით სტიპენდიებიც შეიძლება დაინიშნოს.

Post navigation

Previous: ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია “ვოუქ” იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.