Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენი ევროპული მომავლისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ოღონდ იქ​ ცოცხლები უნდა მივიდეთ

მარშალ პრესი 29/06/2022
სოზარ სუბარი

პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იქ ვიყოთ. ოღონდ იქ​ ცოცხლები უნდა მივიდეთ, არა დანგრეული და განადგურებული ქვეყანა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, 10-11%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე წლის 5 თვეში და ერთ წამში შეიძლება განადგურდეს ყველაფერი.

„პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მისი ვიზიტი კიდევ გრძელდება – ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იქ ვიყოთ. ოღონდ იქ​ ცოცხლები უნდა მივიდეთ, არა დანგრეული და განადგურებული ქვეყანა. სასაფლაოსთვის ხომ არ გვინდა ევროპა? გვინდა იმისთვის, რომ იქ ვიცხოვროთ და ხალხი იყოს ბედნიერი. 10-11%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე წლის 5 თვეში და ერთ წამში შეიძლება განადგურდეს ყველაფერი. სულაც ომი რომ არ იყოს, რეცესიაში შეიძლება წავიდეს ეკონომიკა და ამის საფუძველი შეიძლება გახდეს ერთი პატარა ზედმეტი მოძრაობა რუსეთის მხრიდან. ეს უნდა ავირიდოთ თავიდან. ეს არის, რისკენაც გვიბიძგებს ოპოზიცია. ამაზე ღიად საუბრობდნენ, მერე თითქოს შეწყვიტეს და ახლა შეფარვით ცდილობენ იმავეს გაკეთებას“, – განაცხადა სუბარმა.

Continue Reading

Previous: სოზარ სუბარი: მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე სამადაშვილს და ეკა ხერხეულიძეს ისეთი გავლენა აქვთ, რომ 308 დეპუტატს მოაწერინეს რეზოლუციაზე ხელი? პირიქით არის, მათ შეკვეთებს ასრულებენ ძალიან ხშირად
Next: ომი თუ მშვიდობა – საქართველო დილემის წინაშე | ONGO.GE

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025