Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა

მარშალ პრესი 04/02/2026
5050

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. დადებითად შეფასდა საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, ასევე წაახალისებს ტურიზმსა და კულტურულ ურთიერთობებს.

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველო-სერბეთის ერთობლივი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას სექტორული კავშირების გაღრმავების მიმართულებით, ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი სტიმულირებისთვის.

საქართველოსა და სერბეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
Next: საქართველოს იუსტიციის მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.