Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მმართველი პარტიის ინიციატივა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდების სისხლისსამართლებრივ დასჯადობაზე შეესაბამება დასავლურ სტანდარტს, ნებისმიერი მავნებლური სპეკულაცია კი შეესაბამება რევანშისტების დღის წესრიგს

მარშალ პრესი 04/02/2026
gia abashidze

ფაქტია, რომ “მეხუთე კოლონის” მხრიდან ბოლო პერიოდის კანონიერი ხელისუფლების ე.წ. არაღიარების სამარცხვინო პოლიტიკამ ხელი შეუწყო აგრესიულ პოლარიზაციას. ამას არასდროს უშვებენ არც ევროკავშირში და არც შეერთებულ შტატებში. ევრობლოკის არაერთ ქვეყანაში და არა მხოლოდ გერმანიაში, კონსტიტუციური წესრიგის უარყოფა, რითაც სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხე ემუქრება, იყო და არის მკაცრად დასჯადი, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, „ნაცსექტის“ ე.წ. თავისუფლება, თავაშვებულობას არ უდრის და აღიკვეთება კანონიერი, აპრობირებული დასავლური სტანდარტებით.

„მმართველი პარტიის ინიციატივა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდების სისხლისსამართლებრივ დასჯადობაზე შეესაბამება დასავლურ სტანდარტს, ნებისმიერი არაკომპეტენტური და მავნებლური სპეკულაცია კი შეესაბამება რევანშისტების დღის წესრიგს.
ფაქტია, რომ “მეხუთე კოლონის” მხრიდან ბოლო პერიოდის კანონიერი ხელისუფლების ე.წ. არაღიარების სამარცხვინო პოლიტიკამ ხელი შეუწყო აგრესიულ პოლარიზაციას. ამას არასდროს უშვებენ არც ევროკავშირში და არც შეერთებულ შტატებში. ევრობლოკის არაერთ ქვეყანაში და არა მხოლოდ გერმანიაში, კონსტიტუციური წესრიგის უარყოფა, რითაც სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხე ემუქრება, იყო და არის მკაცრად დასჯადი.
ნაცსექტის ე.წ. თავისუფლება თავაშვებულობას არ უდრის და აღიკვეთება კანონიერი, აპრობირებული დასავლური სტანდარტებით.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა – თუ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.