Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება

მარშალ პრესი 04/02/2026
levan nikoleishvili

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური აზრი, ეს არის ექსტრემიზმი, რომელიც პირდაპირ აზიანებს სახელმწიფოებრივ სტაბილურობას და დემოკრატიულ წესრიგს. როდესაც არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, კეთდება მსგავსი მოწოდებები, ისინი მიზანმიმართულად ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილის შეფასებით, სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება. მისივე თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

„კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური აზრი, ეს არის ექსტრემიზმი, რომელიც პირდაპირ აზიანებს სახელმწიფოებრივ სტაბილურობას და დემოკრატიულ წესრიგს. როდესაც არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, კეთდება მსგავსი მოწოდებები, ისინი მიზანმიმართულად ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას.

ეს პროცესი აძლიერებს პოლარიზაციას, ზრდის საზოგადოებრივ დაპირისპირებას და ქვეყანას სამოქალაქო კონფლიქტის რეალური რისკისკენ მიჰყავს. სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება. სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ აუცილებელია კანონის მიღება, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდებას სისხლის სამართლებრივად დასჯადად გახდის და მკაფიოდ დააწესებს წითელ ხაზს დემოკრატიულ სახელმწიფოში.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ვაშინგტონი ეტაპობრივად უბრუნდება „ჩუმ დიპლომატიას“ საქართველოს მიმართ. საქართველო რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ, განსაკუთრებით „შუა დერეფნის“, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კონტექსტში
Next: დავით ქართველიშვილი: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და „პარალელური ხელისუფლების“ მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.