Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული – უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო

მარშალ პრესი 04/02/2026
shalva papuashvili1

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს 4 თებერვალია.

ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ – ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება.

და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრეს-სპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?
მეტიც, დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოცზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
ეს უკვე აღარ არის დუმილი. ეს არის პოზიცია.

პოზიცია, რომელიც აშკარად გვიჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა, და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან.

თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული – უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო.”– წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

Post navigation

Previous: უსერიოზულესი მხილება, რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს – აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა! ეს ანალიზი აცამტვერებს ევროკრატიის ყალბ თავმომწონეობას, ისინი კლასიკური ნეოსაბჭოური აქტორები არიან
Next: ვაშინგტონი ეტაპობრივად უბრუნდება „ჩუმ დიპლომატიას“ საქართველოს მიმართ. საქართველო რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ, განსაკუთრებით „შუა დერეფნის“, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კონტექსტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.