Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი იაგო ხვიჩიაზე: დებატებზე რაიმე საკითხის წამოჭრის სურვილის წინ, ოპონენტებთან უფრო მომზადებული უნდა მოდიოდე ხოლმე, ან საერთოდ არ მოდიოდე

მარშალ პრესი 03/02/2026
david kartvelishvili

„გუშინ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში, იაგო ხვიჩიამ უცხოეთიდან რუსული არასამთავრობო სექტორის მისამართით შემოსული თანხების მიმართ სახელისუფლებლო ინტერესის იგნორირების თაობაზე ისაუბრა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, როცა პირს სურვილი აქვს დებატებზე რაიმე საკითხი წამოჭრას, ოპონენტებთან მომზადებული უნდა მივიდეს, ან საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა.

„გუშინ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში, იაგო ხვიჩიამ უცხოეთიდან რუსული არასამთავრობო სექტორის მისამართით შემოსული თანხების მიმართ სახელისუფლებო ინტერესის იგნორირების თაობაზე ისაუბრა. როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთმა თანაავტორმა, ვიცოდი რა ამ თემის ირგვლივ სპეკულირების აგორების თაობაზე – ორი წლის წინ, „რუსული პარანოიას“ ყველაზე ცხელ დღეებში, ვრცლად ვისაუბრე ამ საფრთხეებზე, რაც მაშინ ყველა ცენტრალურმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. დებატებზე რაიმე საკითხის წამოჭრის სურვილის წინ, ოპონენტებთან უფრო მომზადებული უნდა მოდიოდე ხოლმე, ან საერთოდ არ მოდიოდე. მე კი დაინტერესებულ მკითხველს კვლავ შევახსენებ წამოჭრილ თემაზე ორი წლის წინ დაწერილ ინფორმაციას, სწორედ რომ რუსეთიდან შემოსული თანხების სახელისუფლებო კონტროლის ქვეშ აყვანის აუცილებლობის ჭრილში…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს დღის წესრიგში დებატები იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა
Next: გლობალურ რეიტინგებში კარგი პოზიციები გვაქვს, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ, ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, დაკავშირებადობაში, კაპიტალდაბანდება ხორციელდება მაგისტრალებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზასა და ციფრულ დაკავშირებადობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.