Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა

მარშალ პრესი 03/02/2026
606

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის არსებულ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ამ კავშირების შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

გამოითქვა იმედი, რომ შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

შეხვედრას, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ზოგადად, არ მინდოდა ამ თემაზე არაფრის დაწერა, მაგრამ რადგან გახარიას ჰარემის ქალები არ იშლიან ბინძური ტყუილების გავრცელებას, ამიტომ ჯერ მოზომილად, ხოლო შემდეგ დეტალურად მოვყვები ყველაფერს
Next: ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს დღის წესრიგში დებატები იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.