Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ შევინარჩუნეთ მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში, იმ დროს, როდესაც ბევრი იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა, საქართველომ ამბიციური პროექტების დაგეგმვა გადაწყვიტა

მარშალ პრესი 03/02/2026
irakli kobakhidze1

2021-დან 2025 წლამდე ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ 9.3 პროცენტით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვაჭრობა შენელდა და გაურკვევლობა გაძლიერდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში.

„იმ დროს, როდესაც ბევრი იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა, საქართველომ ამბიციური პროექტების დაგეგმვა გადაწყვიტა.
ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეროვნული ეკონომიკის ხერხემალს ქმნის და ვაჭრობაზე ორიენტირებულ განვითარებას უჭერს მხარს. საქართველომ 7 მილიარდი დოლარი გამოყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი განახლებისთვის და კაპიტალურ ხარჯებზე ყოველწლიურად ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 პროცენტს. დავასრულეთ ჩვენი ძირითადი სარკინიგზო ქსელის სრული მოდერნიზაცია, გავაორმაგეთ გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტრანზიტის დრო ქვეყნის მასშტაბით. სარკინიგზო კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შედეგად, რომელიც საქართველოს გავლით უზრუნველყოფს პირდაპირ და საიმედო სარკინიგზო კავშირს კასპიის აუზსა და საერთაშორისო ბაზრებს შორის“ , – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ინვესტორთა ნდობა იზრდება, Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს
Next: შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი, დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.