Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე: კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება

მარშალ პრესი 03/02/2026
irakli kircxalia2

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ ისაუბრა და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება შეაფასა.

კირცხალიამ გაახმოვანა მმართველი გუნდის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლებში, კონკრეტული ინსტიტუტები და ორგანიზაციები, თანამშრომლობის ნაცვლად, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება.

„მსურს გამოვეხმაურო უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მკაფიო მაგალითს „შეშფოთებების სერიიდან“.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მკაფიო პოზიცია აქვს – სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც, რეალურად, თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება.

მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად, ჩამობრძანდნენ „ეუთოს“ წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ.“ – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს
Next: მშვიდობის შენარჩუნება, 5 რევოლუციისა და არეულობის თავიდან აცილება „ხალხის ძალამ” უდიდესი ენერგიით შეძლო, თუმცა, ამაზე დღეს ცოტა ვინმე თუ საუბრობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.