default
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. განახლდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, შიდა და გარე სპორტული სივრცეები, კომპიუტერული კლასი და სხვა სასკოლო სივრცეები. ასევე, კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია, შეიცვალა სახურავი და შეიფუთა შენობის ფასადი.
სკოლაში შეიქმნა ინკლუზიური განათლებისთვის განკუთვნილი შესაბამისი სივრცე და შენობა სრულად ადაპტირდა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს განხორციელებული სამუშაოები აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.
განახლებული სკოლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
