Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე

მარშალ პრესი 02/02/2026
paata salia

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამიტზე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები ტრადიციულად მასპინძლობს მსოფლიო მთავრობათა სამიტს, რომელიც თებერვლის დასაწყისში იმართება. საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები, ასევე, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გავმართოთ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობების წარმომადგენლებთან, სადაც მათ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვისაუბრებთ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ.

მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.

Post navigation

Previous: საპარლამენტო კომისიის შედეგი უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ შეიქმნას დამზღვევი მექანიზმები, რომელიც მომავალში აგვარიდებს არასამართლიან კონკურენციას
Next: გიორგი გამსახურდია ბესელიას შვილზე: ჩვენს კოლეგებს რომ ეუბნება დიდის ამბით, რატი ვარ მილორავაო, ადექი და მიიღე რაც კანონით გეკუთვნის, დედიკოსთან კი ნუ გარბიხარ ვიშვიშით – ალბათ არ იცის, სხვა ქვეყანაში მაგ საქციელზე რა შედეგები დგება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.