Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია, ის პირდაპირ ახალისებს ძალადობას და სრულად გააუფასურა საერთაშორისო სამართალი

მარშალ პრესი 02/02/2026
zaza shatirishvili

აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი დიპლომატიის ნაცვლად – ხისტ, უხეშ ძალას იყენებს და ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე „მშვიდობის მტრედი“, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.

მისი განცხადებით, ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას წლებია ორუელისეული ფორმულების დამკვიდრებით ცდილობენ, ამ ფორმულების გათვალისწინებით კი, აგრესიისა და ძალადობრივი პოლიტიკის გატარებით გამორჩეული ტრამპი სწორედ „მშვიდობის მტრედია“.

“თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას წლებია ორუელისეული ფორმულების დამკვიდრებით ცდილობენ, რომლის მიხედვითაც ომი – მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება – ძალა. ამ ფორმულების გათვალისწინებით, აგრესიისა და ძალადობრივი პოლიტიკის გატარებით გამორჩეული დონალდ ტრამპი დიახაც, რომ „მშვიდობის მტრედია“, რადგან ხშირად გადამწყვეტი არა თავად სიმართლე, არამედ ის ფორმა და გზაა, რომლითაც ინფორმაცია ადამიანებამდე მიდის.
მაგრამ, რეალობა ხომ სულ სხვაგვარია?!” – წერს შათირიშვილი.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია, რომელიც პირდაპირ ახალისებს ძალადობას და უკანონობას.

“მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქიული ოჯახები და დონალდ ტრამპი სწორედ ამ ფორმულებით შექმნილი მოდელირებული რეალობის დამკვიდრებას ცდილობენ, ფაქტებს ვერსად გაექცევიან: ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია; ფაქტია, რომ ის პირდაპირ ახალისებს ძალადობას და უკანონობას; ფაქტია, რომ მან სრულად გააუფასურა საერთაშორისო სამართალი; ფაქტია, რომ მან და მის უკან მდგომმა ძალებმა ზოგან ხელოვნურად გააღვივეს, ან გამოიგონეს ახალი კონფლიქტი, ზოგან არსებულ კონფლიქტებზე დაასხეს ცეცხლზე-ნავთი, ზოგან კი უკვე დასრულებული კონფლიქტების დასრულება მიიწერეს დამსახურებად.” – წერს ზაზა შათირიშვილი.

Post navigation

Previous: ისრაელ – პალესტინის კონფლიქტში დონალდ ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივია ისრაელის სასარგებლოდ – მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა
Next: „დიფ სტეიტის“ მიერ მართული ევროპა ადრე თუ გვიან, კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა, რისი დასტურიც მსოფლიომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.