Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია, ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის – პრემიერი

მარშალ პრესი 02/02/2026
irakli kobakhidze4

მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მძიმე ტენდენციებია.

„სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში თვალსაჩინოა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას და ეს პრინციპში, სამწუხაროდ, წარმატებით გამოსდით. არის პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი, არის სიძულვილის დათესვის კონკრეტული ტენდენციები, რასაც ჩვენს მაგალითზეც თვალსაჩინოდ ვხედავდით და ჩვენ გვინდა, ამას დავუპირისპირდეთ. მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ ყველა ერთ აზრზე უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, დებატები სწორედ იმისთვის არის, რომ განსხვავებული აზრი წარმოადგინონ ადამიანებმა და ამის საფუძველზე საზოგადოებამ შეიქმნას უკვე საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

„იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სივრცე დებატებისთვის, ბუნებრივია, იზრდება დისტანცია საზოგადოების ორ მხარეს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოზიციებთან დაკავშირებით მუდმივი დისკუსიები არსებობდეს იმისათვის, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ იქცეს უარყოფითი გაგებით, კონფლიქტის მიზეზი. ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია ამ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის ბუნებრივი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გამოვედით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე: გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო და მოსამართლეები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დაეცვათ და გაემართლებინათ დამნაშავეები
Next: ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.